|
2019-02-27 15:21:07, 1075 ნახვა
საზოგადოება
შეკვეთილში გამორიყულ დელფინს, დაზიანებები ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ აქვს მიყენებული
სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ დელფინს ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა რაიმე საგნით დაზიანება არ აღენიშნება. 25 თებერვალს, მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინი ჩანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველი ვიდეოში აღნიშნავს, რომ დელფინი ტყვიით არის მოკლული. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს გურიის პოლიციის სამხარეო სამმართველოს დაბა ურეკის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად დაათვალიერეს სანაპირო ზოლი, სადაც მკვდარი დელფინი გამოირიყა. სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დახმარებით, დელფინის გვამი გადატანილი იქნა ბათუმის დელფინარიუმში. სპეციალისტების დასკვნით, დაზიანებები მიყენებულია ფრინველების ან სხვა ძუძუმწოვრების მიერ, შესაბამისად, სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. დელფინის გვამის განადგურება მოხდება სათანადო წესით. შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვა ხშირი მოვლენაა, მხოლოდ 2018 წელს, დაახლოებით 110-120 მკვდარი ძუძმწოვარი იქნა ნანახი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)