|
2019-02-26 16:55:09, 1021 ნახვა
საზოგადოება
მიწის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
საქართველოში მიწის ეროზიის საწინააღმდეგო პროექტების შემაჯამებელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კონტრიბუციასა და მაქსიმალურ ჩართულობას გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასრულდა 25 კმ-იანი ქარსაფარი ზოლების გაშენება ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში (მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის). პროექტს ჰყავდა 514 ბენეფიციარი, მათ შორის 120 ქალი-ფერმერი. დაირგო 40 000-ზე მეტი ხე-მცენარე, რომელთაგან 20 000 ნერგი ფოტოდეგრადირებადი პლასტიკური ტუბით არის დაცული (საერთო ჯამში, 1 327,8 ჰექტარი). ასევე მოეწყო 2 მცირე ზომის სანერგე მეურნეობა ქალი ფერმერებისთვის, სადაც დაინერგა კონტეინერული წესით ნერგების გამოყვანა. აღნიშნული შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრის ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში. ამავე პროექტით მომზადდა “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment - RIA) ანგარიში. შეხვედრაზე ბენეფიციარი ფერმერების მონაწილეობით ასევე განიხილეს და შეაჯამეს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ქარსაფარი ზოლების გაშენების შედეგები, მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები. პროექტის საბოლოო მიზანია მწვანე სოფლის მეურნეობის ინიციატივის ხელშეწყობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)