|
2019-02-25 10:59:40, 930 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გაბუნია - თემქასა და გურამიშვილის გამზირზე ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქის და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, წელს თემქის 138-ე და გურამიშვილის გამზირზე მდებარე 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, მშენებლობის პროცესი წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ეს ორი სკოლა და მათი მდგომარეობა დროულ რეაგირებას ითხოვდა. მნიშვნელოვანია რომ მაჟორიტარს და განათლების სამინისტროს გვაქვს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი. მინისტრის მოადგილეებთან, ნათია ზედგინიძესთან და ირინა აბულაძესთან ერთად, თემქის 138-ე და სანზონის 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ და სამუშაო პროცესი დავგეგმეთ“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)