|
2019-02-23 18:37:49, 1028 ნახვა
საზოგადოება
გეგა გეგეშიძე: დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს
„დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს“, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდეტმა, გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციაში გამართული პრეზდიუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, კონფლიქტს გვერდზე გადადებს. „კიდევ მოვუხდი ბოდიშს, არა მარტო დათუნაშვილს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, გულშემატკივარს ჩემი საქციელისთვის და არა მარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და არა ჟურნალისტებმა. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა. მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან პირადული მოხდა, თუ რა მოხდა, ამას მე გვერდზე ვდებ. მე, როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით. დათუნაშვილს, როგორც ორგზის ევროპის ჩემპიონს, შანსი ეძლევა, წავიდეს, მაგრამ უკვე მესამე წონით კატეგორიაში გამოდის, მაგრამ იქაც შანსი ეძლევა, წავიდეს, დაამტკიცოს თავის სიძლიერე“, - აღნიშნა გეგა გეგეშიძემ. ცნობისთვის, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან მოქალაქეების ნაწილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი თქმით, გეგეშიძემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. აქციის პარალელურად ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც სწორედ აღიშნული საკითხი განიხილეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)