11:08 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 15:44:00, 1049 ნახვა

საზოგადოება
24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაა დაგეგმილი.

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულის გამო გადაღების პროცესში, 2019 წლის 24 თებერვალს, 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით   პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება იქნება შეწყვეტილი.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics