|
2019-02-23 14:45:02, 916 ნახვა
საზოგადოება
„ერთად შევქმნათ ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი“ - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს
ჭიდაობის ფედერაციაში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა იმართება. პრეზიდიუმის მთავარი განსახილველი თემა 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი ძალადობის ფაქტია. სხდომის პარალელურად, ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტებს შემდეგი შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: „ერთად შევქმნათ დაუსჯელი ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი“. „ეს არ არის მხოლოდ ზურა დათუნაშვილის ბრძოლა, ეს ჩვენი ბრძოლაა! შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!“ ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, მოძალადეები არ უნდა იკავებდნენ თანამდებობას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არ უნდა ძალადობდნენ მოქალაქეებზე. „ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანია ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის დაუყონებლივ გადადგომა. მოძალადე გეგეშიძე არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ქართველებისთვის საყვარელი სპორტის სახელობის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არის კაცი, რომელმაც ყველას თვალწინ ტატამზე ურცხვად, ევროპის მოქმედ ჩემპიონს თავი გაუტეხა და რატომღაც ის სასამართლომ დატოვა თანამდებობაზე. ჩვენი აქცია დასრულდება სხდომის დასრულებამდე. იმედია დელეგატების ნაწილი მაინც შემოგვიერთდება და უკვე მათთან ერთად მოვითხოვთ გეგეშიძის გადადგომას“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიგა მაქარაშვილმა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადოება „რუსეთი ოკუპანიტია".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)