|
2019-02-23 11:41:32, 925 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო იალღუჯთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას - ჩვენი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპაციას. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა. პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)