|
2019-02-22 17:47:39, 1052 ნახვა
საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან, თვითმმართველობის წევრებთან, მშობლებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების ამაღლების საკითხებზე შეხვედრის მონაწილეთა ინფორმირება და ამ კუთხით სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები. მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თავიანთი ფუნქცია-მოვალეობები და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს. ასევე, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეებისა და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მართლწესრიგის ოფიცრებმა, მანდატურებსა და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ამხანაგურ საკალათბურთო მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)