|
2019-02-22 15:11:33, 1020 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს. ადვოკატი თქმით, მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გაუგებარია თუ რათომ გადაჰყავთ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხის საავადმყოფოში. "როგორც შემატყობინეს დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაჰყავთ სასჯელაღსრულების 18-ე დაწესებულებაში ანუ ციხის საავადმყოფოში "რეზბალნიცაზე". სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, არ არის ჯერ ექსპერტიზის დასკვნა. პირადი ექიმის განცხადებით, დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ეხლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზი გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხალხო გადავარჩინოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე", - ნათქვამია მიხეილ რამიშვილის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)