|
2019-02-22 13:59:18, 983 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GIPA-სთან მემორანდუმი გააფორმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ხუთწლიანია და ითვალისწინებს: უნივერსიტეტისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ჩატარებას; ახალგაზრდა, მოტივირებული კადრებისთვის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში სტაჟირებას. „მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ GIPA-სთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ და სტაჟირებაც გაიარონ. ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებისთვის ჩვენი კარი ღიაა. ჩვენს გამოწვევებს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები პასუხებენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაფორმებული მემორანდუმი აჩენს პერსპექტივას სამინისტროში სტუდენტებმა კარგი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. თავის მხრივ, GIPA მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს მიაწოდოს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელთათვის შეიმუშავოს ცოდნის გაღრმავების სპეციალური კურსები. აღსანიშნავია, რომ GIPA-ში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა არსებობს, რომელიც დარგობრივი კომპეტენციის მქონე კადრებს ამზადებს; ის აღნიშნული მიმართულების ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)