|
2019-02-20 17:56:41, 1380 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებთან ერთად I ქვეით ბრიგადას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მედიის სხადასხვა წარმომადგენელთან ერთად, გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას ესტუმრა. ლევან იზორიამ და მედიის წარმომადგენლებმა I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად სამხედრო ბაზის სამზარეულოში სადილის მომზადების პროცესს დაესწო და საწყობში პროდუქტების მარაგი დაათვალიერა. პროექტი - „მედია ჯარში“ უწყების გამჭვირვალობისა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს მიზნად. კამპანიის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან ერთად პერიოდულად საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სამხედრო ბაზას ეწვევა. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების დღის წესრიგს, სასწავლო პროცესს, საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სხვა სიახლეებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)