12:43 - 20 Aug, 2026
|
2019-02-19 15:42:39, 1115 ნახვა
საზოგადოება
მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებაზე: უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ
„უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ“, - ასე უპასუხა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითს შეეხებოდა. მარგველაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „არ ვიძლევი კომენტარს, ხომ იცით, რომ არ დაგელაპარაკებით თუ არ მინდა...უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ“... - აღნიშნა მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ დეკანოზის შეწყალების პრეზიდენტ მარგველაშვილს და საპატრიარქოსაც სურდა, თუმცა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო ვერ იქნა მიღებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)