12:43 - 20 Aug, 2026
|
2019-02-19 15:39:13, 1134 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, 112-ში 261 შეტყობინება შევიდა - მაშველები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ
ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან დაფიქსირდა. ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა; ბუნებრივი აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი; 4 სარეკლამო ბილბორდი. „ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)