13:35 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 18:04:21, 1727 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა შეყვარებულების აღმრიცხავი ცენტრი დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს, დაარეგისტრირა 

ცენტრის სახელწოდებაა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი".

როგორც თავად დეპუტატი აცხადებს, ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და ახალი ოჯახების გასაძლიერებლად დახმარება დაიწყება. დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ.

"აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან. დახმარების ოდენობა იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება. ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის", - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics