|
2019-02-18 12:20:03, 1034 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი პატრიარქს - გთხოვთ, უშუამდგომლოთ პრეზიდენტთან დეკანოზ მამალაძეს შეწყალების აქტის გამოცემისათვის
„საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს, მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ“, - ამის შესახებ ე.წ. ციანდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი მამალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს. „საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს, მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახსა და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)