|
2019-02-16 19:17:44, 1510 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქო თანახმაა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ეზიაროს
„ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო, მამაო საკმაოდ ენერგიულად არის, - ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან კლინიკაში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო თანახმაა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ეზიაროს. „მე ველოდებოდი, უფრო ისეთი სურათი იხატებოდა, რომ მეგონა, ვითარება გაცილებით მძიმე იყო. საკმაოდ ენერგიულად არის მამაო. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას, როგორც საშუალოს, თუმცა, წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ, როგორც მძიმეს. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად, რომ აზიაროს მისი სულიერო მდგომარეობიდან, აღსარებიდან გამომდინარე, არანაირი შეზღუდვა არ არის. ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება ეს მღვდელი თუ მღვდელმთავარი, შეუძლია, რომ აზიაროს, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)