|
2019-02-16 16:15:13, 1387 ნახვა
საზოგადოება
თეონა ჭალიძე - სამტრედიის ბაგა-ბაღების კვების რაციონში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს
პარტია „ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ბაგა-ბაღებში კვების რაციონში ცხენის ხორცის არსებობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თეონა ჭალიძის თქმით, სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა 2018 წელსაც დაფიქსირდა. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინა. როგორც ჭალიძემ აღნიშნა, აღნიშნულეზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ყოვლად უსინდისო, უპასუხისმგებლო, უნამუსო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მანამდე ვერ აღმოჩინა ეს შემთხვევა. ახლა ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს ხელისუფლებისგან, გამოვიდნენ, სამტრედიელი კახი კალაძის ჩათვლით, და გვიპასუხონ, რა ხდება ბაგა-ბაღებში. ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს დოკუმენტი, სადაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული, რომ ხორცში აღმოჩნდა ცხენის დნმ“, - აღნიშნა თეონა ჭალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)