|
2019-02-16 11:16:52, 1130 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას განაგრძობს. უწყებამ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი გამეზარდაშვილმა განახლებული იზოლატორები დაათვალიერა, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ორივე იზოლატორში უკვე ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. შენობების და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში, ასევე, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)