|
2019-02-15 16:38:26, 1319 ნახვა
კომენტარი
ნინო წილოსანი: ადამიანის უფლებების კუთხით შსს-ს მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ადამიანის უფლებების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განხორციელებული რეფორმები სამინისტროს საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას უზრუნველყოფს. „დღეს შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა. მათი უშუალო ჩართულობით და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ისინი ეფექტურ რეაგირებას ახდენენ გამოძიების ეტაპზეც. შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც გამოძიების ეტაპზე საქმიანობის ეფექტური წარმართვა ასევე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. დარწმუნებული ვარ დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა ასევე იქნება წარმატებული გამოძიების მონიტორინგის კუთხით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)