|
2019-02-15 15:31:36, 1064 ნახვა
საზოგადოება
ბექა ოდიშარია კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებას დადებითად აფასებს
„ისინი ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი არა ტელეკამერების წინ არამედ მართლაც ადარდებთ, ფიქრობენ, ზრუნავენ, თემაზე ბჭობისას დამეთანხმებით ხშირად წარმოთქვავენ წინადადებას, „რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს ქალაქს“, - ამის შესახებ უმრავლეოსობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ის კ2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებას დადებითად აფასებს „წარსულის კრიტიკის გარეშე... და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას 90 წლების შემდგომ გადახდა, მივიღეთ ის რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს, მათ ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი, ვფიქრობ მერის დღევანდელი გადაწყვეტილება ობიექტურად გვაფიქრებინებს, რომ მართლაც ჯერ კიდევ არ არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ ჩვენმა თაობამ გადაარჩინოს თბილისი მასში ათეულ წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს და ერთხელ და სამუდამოდამ ჩააყენოს მისი განვითარება ევროპული ტიპის ქალაქებისათვის დამახასიათებელ კალაპოტში. განსაკუთრები აღნიშვნის ღირსია ის გარემოება რომ კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან, ბიზნესთან და საზოგადოებრიობის ფართო წრეებთან დიალოგის გზით აღწევს და იღებს კიდეც! ესეც ახალი თბილისური სტანდარტია!“ - აღნიშნა ოდიშარიამ.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)