|
2019-02-15 15:11:07, 1165 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. თოლორაიას თქმით, მისი დეპარტამენტი მრავი მიმართულებით იმუშავებს. "ეს დეპარტამენტი იმუშავებს არამხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და ტრეფიკინგის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულებზეც განახორციელებს მონიტორინგს. დეპარტამენტი ასევე განახორციელებს მონიტორგინს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც საჭიროდ ჩაითვლება არსებული კრიმინოგენული ვითარებიდან, არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკიდან, საჯარო ინტერესებიდან და მოქალაქეთა ინტერესიდან გამომდინარე", - განაცხადა თოლორაიმ. თოლორაიამ ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტის გაფართოება და სისტემის შიდა მონიტორინგის მექანიზმად ჩამოყალიბება დეპარტამენტის მიერ 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ეფექტურობამ და გამოძიების ხარისხის ზრდის მხრივ მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა. "ვფიქრობთ, რომ სისტემის შიგნით მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც, პრინციპში, პირველი პრეცედენტია - ძალიან მნიშვნელოვანია რომ უფრო მაღალი ხარისხის გამოძიება შევთავაზოთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენთან მოვლენ“, - განაცხადა თოლორაიამ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)