|
2015-06-18 12:51:55, 569 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის ელჩი თბილისისთვის ფინანსურ დახმარებას აუცილებლად მიიჩნევს
თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თბილისისთვის ფინანსური დახმარება და ტექნიკით უზრუნველყოფა აუცილებელია. ამის შესახებ ელჩმა სვანიძის ქუჩაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც სტამბოლიდან ჩამოსულ დელეგაციასთან და თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა. „მას შემდეგ რაც გავიგე ეს შემთხვევა, მე მოვიწვიე თურქი ბიზნესმენები და ერთად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რითი შეიძლება დაგხმარებოდით. ასევე დავუკავშირდი სტამბოლს და მოვიწვიე მათი წარმომადგენელი, რათა მათ პირადად ნახონ აქ არსებული მდგომარეობა, შეაფასონ რა სახის დახმარება შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა აუცილებელია ფინანსური დახმარება და ტექნიკით უზრუნველყოფა. აქ, როგორც ხედავთ, სპეციფიური ტექნიკაა გამოსაყენებელი“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)