10:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 15:01:40, 677 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილედ ნონა ეფაძე დაინიშნა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილედ ნონა ეფაძე დაინიშნა.

ნონა ეფაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის გზით შეირჩა.

დაწესებულების თანამშრომლებს ხელმძღვანელის ახალი მოადგილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვს მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ წარუდგინეს.

ნონა ეფაძეს აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებაში საქმიანობის 12 წლიანი გამოცდილება აქვს: 2006 - 2007 წლებში იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანმდაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2007 წლიდან დღემდე - აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი. ნონა ეფაძეს დამთავრებული აქვს ქ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი; მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები ზოგად ჰიგიენასა და ეპიდემიოლოგიაში. გავლილი აქვს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოყენებითი ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების სამხრეთ კავკასიის 2 წლიანი რეგიონალური პროგრამა. ნონა ეფაძე პარალელურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას - ის გახლავთ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) პროგრამის მენტორი საველე ეპიდემიოლოგიაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics