|
2019-02-11 10:10:40, 1055 ნახვა
საზოგადოება
ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს
ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ექიმებმა გვიან ღამით, დაკითხვის დასრულების შემდეგ მიიღეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი აცხადებს, ის სავარაუდოდ მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. "დაცვის მხარის მიერ არანაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ არის. თუკი ვინმეს საკითხი გამოიკვეთება,რომ ვინმეს გულგრილობით მოხდა ეს ფაქტი, რეაგირება დაცვის მხარეს გვექნება", - აღნიშნა დალაქიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი მოკლა. ბრალდებულმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკვლელობამდე ახლობლებმა ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიიყვანეს, თუმცა ადგილის არ ქონის გამო, ის ოჯახის წევრებს უკან გამოაყოლეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)