|
2019-02-10 21:20:24, 1489 ნახვა
საზოგადოება
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განმარტეტებს აკეთებს
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში და ამბობენ, რომ 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ეჭვიტანილი პაციენტი ნარკოლოგიურში მიიყვანეს, სადაც დარჩენა თვითონ არ ისურვა და ექიმებს იძულება რა შეეძლოთ. ცენტრი ასევე უარყოფს 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნასაც ფაქტსაც. "მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს მისი სტაციონარული მკურნალობისა ნარკოლოგიურ სტაციონარში. თვითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე, აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ექიმმა განსაზღვრა, რომ ეს არ იყო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ხვდებოდა გადაუდებელი სტაციონარის რეჟიმში და ტავად პაციენტი უარს აცხადებდა სტაციონარულ მკურნალობაზე, ნარკოლოგიური მკურნალობა საქართველოს კანონმდებლობით არის მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი. არა ნებაყოფლობითი მკურნალობა შეიძლება აღმოჩენილი იყოს ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში. ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია. მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე. მის თანმხლებ მიეცა რეკომენდაცია, რომ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის, მაგრამ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის ამ მოქალაქეს არ მიუმართავს და დატოვა ტერიტორია",- განაცხადა ცენტის გენერალური დირექტორი, ლაშა კილაძე. შეგახსენებთ, რომ რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 12 წლის ბიჭი ცივი იარაღითაა მოკლული, ბრალდებული ბიძაა, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)