05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 21:03:48, 2660 ნახვა

კომენტარი
ზურაბ გურიელიძე: პროკურატურას აინტერესებდა ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ამ შეცდომის დაშვება

ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით,  გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია,  თუ როგორ ხდებოდა ცხოველების დათვლა.

მისივე თქმით, დაკითხვისას ვინმეს  სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა.

ამასთან, ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ გარდაცვლილი და დაკარგული ცხოველების თაობაზე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებდნენ, ამიტომაც, მოხდა ისე, რომ სამი ვეფხვიდან, რომელიც მკვდარი ეგონათ, ერთი ცოცხალი იყო.

"პროკურატურას აინტერესებდა სიტუაცია, თუ როგორ მოხდა ვთქვათ ამ შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ბრალეულობას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ რა მოხდა და იმაზე, როგორ ხდებოდა რაოდენობის დადგენა და ერთი თეთრი ვეფხვი, რომელიც გვეგონა მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალ.ხდებოდა სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოწოდება, შემდეგ როდესაც ეს ინფორმაცია დავაჯამე, აღმოჩნდა, რომ სამივე თეთრი ვეფხვი მკვდარი იყო. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, მაგრამ დილით, როდესაც ეს ინფორმაცია გავავრცელეთ, აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი ცოცხალი იყო", - აღნიშნა  გურიელიძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ცნობისთვის, ვეფხვის მიერ ერთი მოქალაქის დაგლეჯის ფაქტზე  სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამ ეტაპზე ტარდება ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოძიებას საშუალებას მისცემს დაადგინოს,  რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics