|
2019-02-07 15:54:24, 1378 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. თბილისის მერის თქმით, ამ მონაკვეთში გზის რეაბილიტაცია დასახლებისთვის ტრანსპორტის გადაადგილების წლობით არსებულ პრობლემას გადაჭრის. „ახლა ვიმყოფებით სოფელ „აგარაკში“, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შარშან სოფელ „თხინვალას“ მიმართულებით მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ დასახლებასაც მივხედავდით. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდი ამინდის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ ამოსვლას, იმდენად გაუვალი იყო არსებული გრუნტის გზა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე წესრიგდება. სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, თბილისის ყველა რაიონსა და უბანში მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა - კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15 000 კვადრატულ მეტრზე. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)