|
2019-02-07 14:34:55, 1118 ნახვა
საზოგადოება
ეკოტურიზმი ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია
რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Balttour 2019” საქართველო ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბალტიისპირეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევდა. აჭარის კუთხესთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. მათმა უმრავლესობამ განსაკუთრებული ინტერესი ეკოტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით გამოხატა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წელს ლატვიაში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მიზნით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ლატვიაში 2017 წლიდან ანხორციელებს. წელს, „Balttour 2019” წელს ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. სამი დღის განმავლობაში მას ჯამში 28,050 ვიზიტორი დაესწრო. საქართველოს სტენდი გამოფენაზე ლატვიაში საქართველოს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)