|
2019-02-07 14:21:14, 1430 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია
ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვერეს ხეობის რევიზია განხორციელდა და დადგინდა, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული. „ერთი ობიექტი იყო სასწრაფო დახმარების ცენტრთან ახლო, ახალ გზასთან; მეორე იყო გვირაბიდან გამოსასვლელ გზასთან, რომელიც განსაკუთრებული რეკრეაციული ზონაა და ორი ობიექტი იყო „იკეას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ორზე გავაუქმეთ ნებართვები, რადგან არასწორად იყო გაცემული - არ შეესაბამებოდა იმ სტატუსს, რასაც ის მიწები ითვალისწინებდა, ხოლო რაც შეეხება ორ შენობა-ნაგებობას - ერთი არის სავაჭრო ცენტრი და მეორეა სასტუმრო. ეს ორი პროექტი შეთანხმებული იყო, თუმცა ჩვენი ჩართულობით, ერთის შემთხვევაში შემცირდა მოცულობა - დაახლოებით 30 000 კვადრატი უნდა აშენებულიყო და 20 000-ზე ჩამოვიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში გასწორდა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავები მაქსიმალურად შენარჩუნდეს“, - განმარტა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არსებობს დასკვნები, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს. „13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ამ საკითხში ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც პირდაპირ მიგვითითეს, რომ აუცილებელი იყო გარკვეული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ვერეს ხეობის კალაპოტში ნატანდამჭერი ცხაურების დამონტაჟება და განგაშის სისტემა, რომელიც მიწა ჩამოშლის შემთხვევაში მოგვცემდა სიგნალს. ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა და პროექტები განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)