|
2015-06-17 18:37:43, 695 ნახვა
სამართალი
ზურაბ გურიელიძე: სახელმწიფომ ჩათვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა და ეს ჩემი ბრალია
„სახელმწიფოსთან ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა და, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია“, - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. გურიელიძის თქმით, გუშინ საღამოს არსებული ინფორმაციით, საფრთხე აღარ არსებობდა. „ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა და ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მინდა მოვუწოდო. ზოოპარკის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით და სტიქიის ღამის შემდეგ მიმდინარეობდა დაღუპული და დაკარგული ცხოველების რაოდენობების მონიტორინგი. ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა და ამის შესახებ გუშინაც განვაცხადე. როდესაც ეს ინფორმაცია შევაჯამეთ, მივიღეთ ასეთი შედეგი. ამის მიუხედავად, შსს ახორციელებდა მონიტორინგს, მაგრამ შიგნით შენობებში მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ-ერთ შენობაში. სახელმწიფოსთან ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა და რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)