|
2019-02-04 14:17:51, 1009 ნახვა
საზოგადოება
საქართველო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
5 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოება „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს" აღნიშნავს (Safer Internet Day - SID), რასაც საქართველო წელს პირველად უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს თანაორგანიზებით დაგეგმილია ღონისძიებები სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ძირითადი ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „რუმსი თბილისი"-ში, ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, გაკეთდება თემატური პრეზენტაციები. „უსაფრთხო ინტერნეტის დღის" აღნიშვნა ხდება ყოველ თებერვალს "ინსეიფ/ინჰოუპ" (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებს მიერ. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიებაში ჩართულობა ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუწყოს ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და პოზიტიურ ცვლილებებს ციფრულ სამყაროში.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)