|
2019-02-01 18:39:10, 1376 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მოქალაქეებს მოუწოდებს ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან თავი შეიკავონ
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, იმისთვის, რათა არ მოხდეს მრავალი პირის პასუხისგებაში მიცემა და დაცული იქნას მათი უფლებები, სახალხო დამცველს საჭიროდ მიაჩნია შეახსენოს საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571 და 158-ე მუხლებით აკრძალულია პირადი ცხოვრებისა და კერძო შინაარსის კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, მობილური ტელეფონით ან სხვა ონლაინ საშუალებით) უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება (მათ შორის, სოციალურ ქსელებში, პირადი საკომუნიკაციო არხებით) ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით. აქვე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კადრების გავრცელების ორგანიზატორთა დასადგენად. ამავდროულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)