|
2019-02-01 18:35:13, 1277 ნახვა
საზოგადოება
გაეროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის სესიაზე ნინო თანდილაშვილმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინა
ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის (CEP) 24-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით მიღწეული პროგრესის ანგარიში წარადგინა. აღნიშნული ვალდებულებები - ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის (BACA) - 2016 წელს ბათუმში გამართულ „გარემო ევროპისთვის“ მე-8 მინისტერიალზე მინისტრებმა დაამტკიცეს და ის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ნებაყოფლობითი ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს. ბათუმის ქმედებები უფრო სუფთა ჰაერისთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს ეხმარება გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი, დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო ჰაერის დაბინძურებისგან. საქართველომ ინიციატივის ფარგლებში 7 ნებაყოფლობითი ვალდებულება აიღო შემდეგი მიმართულებით: ● ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება ● საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ● ქ. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ● ელექტროტრანსპორტისა და ავტომობილების მწვანე მართვის ხელშეწყობა ● გაფრქვევების აღრიცხვის გაუმჯობესება ● ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ნინო თანდილაშვილმა ამ მიმართულებებით ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი დაცვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ახალი პორტალის მნიშვნელობას.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)