|
2019-02-01 16:19:18, 977 ნახვა
საზოგადოება
3-დან 5 თებერვლის ჩათვლით, მდინარე გლდანულაზე არსებულ ხიდებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია. „სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)