|
2019-02-01 13:51:33, 1059 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. როგორც სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თადუმაძე მას შეხვედრას დაპირდა, თუმცა მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. “იმის გამო, რომ მთავარი პროკურორისგან პასუხი ვერ მივიღეთ, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ მასმედიის საშუალებით მივმართოთ მას. 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად, იმედია არ დაგვემალება, შეგვხდება და გაგვცემს კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაშია დაგროვილი. არა მხოლოდ ძირითად – ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე, არამედ გარკვეულ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. თადუმაძე პირველი შეხვედრისთანავე დაგვპირდა, რომ 2 კვირის ვადაში დეტალურად შეისწავლიდა საქმეს და შეგვხვდებოდა, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე არ შეგვხვდა და მოგვატყუა”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ “მთავარში”. სარალიძეს სურს, შეხვედრაში მონაწილეობა პროკურორის მოადგილემ და იმ პროკურორებმაც მიიღონ, რომლებიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს წარმართავდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)