|
2019-01-31 20:27:06, 1362 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია: საქართველოში ტურიზმი კვლავ სწრაფად მზარდი სექტორია
ტურიზმი კვლავაც სწრაფად მზარდი სექტორია, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის ტანახმად, 2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 7.9 მილიონი საერთაშორისო ჩამოსვლა (2016 წელთან შედარებით 18%-იანი ზრდა) დააფიქსირა, საიდანაც 4.1 მილიონი იყო ტურისტული ტურები (ღამისთევით) - 2016 წელთან შედარებით 23%-იანი ზრდა. "შედეგად 2.4 მილიარდი ევრო შემოვიდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6.9%-ს შეადგენს. პროგნოზებით, 2018 წელი საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობით49 კიდევ ერთი რეკორდული წელი იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგისა და საინფორმაციო საქმიანობამ სექტორის ზრდაში წვლილი შეიტანა. უცხოურმა ინვესტიციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების მშენებლობას ხელი შეუწყო. მთავრობა განსაკუთრებულად მხარს უჭერს ანაკლიის და ქობულეთის ზღვისპირა რეგიონებს და მაღალმთიან ქალაქ მესტიას საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და პოტენციური ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების შეთავაზების საშუალებით", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში. საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)