|
2019-01-31 19:59:57, 928 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია: საქართველომ კანონმდებლობა გააუმჯობესა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
2018 წლის განმავლობაში საქართველომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შიდა კანონმდებლობა გააუმჯობესა, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. "2018 წლის განმავლობაში საქართველომ გააუმჯობესა შიდა კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან (სტამბოლის კონვენცია) დაეახლოვებინა. ინფორმაციის გავრცელების კამპანიებისა და საზოგადოების დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ გაიზარდა პოლიციისთვის ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შეტყობინება. დეპარტამენტი ოჯახში ძალადობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. კვლავ მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რაოდენობა", - აღნიშნულია ანგარიშში. 2018 წლის განმავლობაში საქართველომ გააუმჯობესა შიდა კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან (სტამბოლის კონვენცია) დაეახლოვებინა. საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)