|
2019-01-31 18:32:31, 1023 ნახვა
საზოგადოება
პირი, რომლის ბინაშიც დღეს 7 ადამიანი CO-თი გარდაიცვალა, დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა
პირი, რომლის ბინაშიც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა. ალექსანდრე მურადოვს სამედიცინო დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს. ადგილზე გამოძახებული ექიმის განცხადებით, პაციენტს ნერვიულობის ნიადაგზე წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, მურადოვმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. „გამოძახებული ვიყავი მურადოვნთან. არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ჰყავთ დაკითხვაზე, ეს არის თუ სხვა, არ ვიცი...ინერვიულა სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ბინის მეპატრონე ვარო, ჩემს ბინაში რომ მოხდა ეს ამბავიო. ნერვიულობის ნიადაგზე ცოტა გული ჰქონდა აჩქარებული და წნევა ჰქონდა მომატებული. ვუთხარი, თუ გინდათ საავადმყოფოში წაგიყვანთ, თვითონ განაცხადა უარი, იმიტომ, რომ შეიძლება გამოძიებას დავჭირდეო და ამიტომ დარჩა“, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები, მეზობლები და ბინის მეპატრონე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)