|
2019-01-30 14:49:24, 1322 ნახვა
კომენტარი
მეუფე შიო: მსოფლიოს საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს - ჩვენს აუჩქარებლობას გაგებით ეკიდებიან
პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თქმით, მსოფლიოს საპატრიარქო ქართველი სამღვდელოების აუჩქარებლას გაგაებით ეკიდება. ამასთან, როგორც მან, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაუცხადა, განხილულ იქნა ბევრი საკითხი და გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ. „მეუფე ემანუელმა ფაქტობრივად ყველაფერზე ისაუბრა, იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ასეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს აუჩქარებლობას, რაც ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სრული გაგებით ეკიდებიან და თქვენს წინაშეც რამდენჯერმე გაიმეორა მან ეს. ჩვენ წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა, სადაც დადგინდა, რომ განხილვა გადაიდება შემდეგი სინოდისთვის, იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი, არის მრავალი შეკითხვა სინოდში, ასე, რომ ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი პოზიცია, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა, სინამდვილეში დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიოს საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენ პოზიციას. ბუნებრივი პროცესია, ისტორიაში მუდმივად ასე იყო, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა მხარს უჭერს, ამიტომ დრო სჭირდება. მსოფლიოს საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)