|
2019-01-30 11:35:26, 838 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ხმები სწორად დაითვალეს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლა სწორად მოხდა. კვლევის თანახმად, გამოკიტხულთა 24 % სრულად დარწმუნებულია, რომ ხმების დათვლა სწორედ მოხდა, 24 % - ნაწილობრივ დარწმუნებულია, 15 % - ნაკლებად დარწმუნებულია, 11 % - საერთოდ არ არის დარწმუნებული, 19 %-მა კი არ იცის. რაც შეეხება მეორე ტურს, 25 % სრულად დარწმუნებულია, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა, 28 % ნაწილობრივ დარწმუნებულია, 16 % ნაკლებადაა დარწმუნებული, 14 % „რულიად არ არის დარწმუნებული, დანარჩენებმა კი ან არ იციან, ან პასუხზე უარს აცხადებენ. ამასთან, გამოკითხულთა 71 პროცენტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან კანდიდატთა კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირად ინფორმაციას თხოვდნენ, არ შეუნიშნავთ. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92 პროცენტი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე სიტუაცია მოწესრიგებული იყო. გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები. "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)