|
2019-01-28 18:52:22, 1514 ნახვა
საზოგადოება
„სკოლა იქნება უფრო ძლიერი“ - ბატიაშვილი საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზებს განმარტავს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზებს განმარტავს. მინისტრის თქმით, სკოლა ორიენტირებული უნდა გახდეს სასკოლო პროგრამაზე და უფრო მეტად გაძლიერდეს. „მისაღები გამოცდები მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს სკოლის პროგრამასთან. აქედან რას მივიღებთ?! სკოლა იქნება უფრო ძლიერი, სკოლაში ბოლო წლები, დღეს რაც სამწუხაროდ ესე არ არის, ორიენტირებული იქნება სკოლის ცოდნის მიღებაზე. და რაც მთავარია, ზოგადად, ცოდნის მიღებაზე და ის გამოცდები რომელიც მათ მოუწევთ და ამ გამოცდებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქართულ ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს არის ჰუმანიტარებისთვის ისტორია, ტექნიკური მიმართულებით მათემატიკა. და რაც ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებს მივეცით ავტონომიური უფლება დამატებითი გამოცდებისა, რასაც ისინი გადაწყვეტენ“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგაძის ინფორმაციით, 2020 წლისთვის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)