|
2015-06-17 10:58:17, 528 ნახვა
საზოგადოება
კურორტ „ბეშუმს“ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება
„ბეშუმში“ სამედიცინო პუნქტი გაიხსნა, რომელიც დამსვენებლებსა და მოიალაღეებს სეზონის ბოლომდე მოემსახურება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კურორტზე 24:00 საათიან სამედიცინო მომსახურების მიწოდებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ბრიგადა მონაცვლეობით და ამბულატორიის ექიმი უზრუნველყოფს. აჭარის ჯანდაცვის კურორტზე ასულმა მედიკოსებმა მოიალაღეებს პირველი სამედიცინო დახმარება გუშინვე გაუწიეს. სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციული საკითხების გაცნობის მიზნით კურორტ „ბეშუმს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ კურორტზე მყოფ მოიალაღეებს და მათი აზრი მოისმინეს. სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიწოდებისათვის მოიალაღეებმა კმაყოფლიება გამოთქვეს. ცნობისთვის, კურორტ „ბეშუმს“ უწყვეტი სამედიცინო მომსახურება გასულ წელსაც მიეწოდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)