|
2019-01-28 11:23:01, 970 ნახვა
საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, კითხვაზე - „ბოლო 10 წელიწადში, როგორც შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა?“ - გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ გაუარესდა, 32%-მა - იგივე დარჩა, 18%-მა - გაუმჯობესდა, 7%-მა კი აღნიშნა, რომ „არ იცის“. ამასთან, გამოკითხულთა აზრით, ყველაზე ხშირი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები, ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა, ავტოსაგზაო შემთხვევები და ავარიებია.
კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)