|
2019-01-25 12:58:53, 1078 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება
თბილისის მერია პირველი თებერვლიდან „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, საკურორტო ვაუჩერები თბილისში რეგისტრირებულ სამიდან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გაიცემა. შშმ პირები, საქართველოში დასასვენებლად სასურველ კურორტს თავად აირჩევენ. საკურორტო ვაუჩერი ძალაში იქნება 2019 წლის პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), განაცხადით უნდა მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს – დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), ცნობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ და თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ დღის ცენტრში შშმ პირის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თბილისის მერიაში განაცხადების მიღება 15 აპრილს დასრულდება.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)