20:00 - 16 Jul, 2026
|
2019-01-22 20:16:46, 2012 ნახვა
სამართალი
სავარაუდოდ ძალადობის შედეგად თბილისში 4 წლის გოგონა დაიღუპა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მეზობლები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს სასტიკად უსწორდებოდა. მათი თქმით, ბოლოს მოზარდი 1 კვირის წინ სცემეს, რა დროსაც ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული და შედგა შესაბამისი ოქმი. ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, გარდაცვლილის მშობლები ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ თავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)