|
2019-01-21 16:42:16, 695 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. ბულვარის დირექტორის პირველ მოადგილედ დავით სურგულაძე, ხოლო მოადგილეებად სოფო გუჯაბიძე და სოფიო ლაზიშვილი დაინიშნა. „მოხარული ვარ, რომ თითოეული მათგანი არის ნამდვილად კვალიფიციური კადრი და თავისი საქმის პროფესიონალი. ბატონ დავითს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. დანარჩენ მოადგილეებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. როგორც იცით ისინი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდნენ. ჩვენი გუნდისთვის მათი გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო“, - განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ. ბულვარის დირექტორის განცხადებითვე, ახალი მოადგილეები სამუშაო პორტფელს დღეიდან ჩაიბარებენ და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიმართულებებს უხელმძღვანელებენ. „დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ერთიანი თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის გაგრძელებას ბულვარის განვითარებისათვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად“, - აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას. ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ბულოვარის ხელმძღვანელმა ახალ მოადგილეებს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)