20:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 17:19:02, 1894 ნახვა

სამართალი
ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში  ბრალდებული ნ.წ.  დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016  წლის  18 ნოემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში  ლ.ლ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ნ.წ.-ს ფეხის არეში დაზიანება მიაყენა.

„მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ ლ.ლ.-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ნ.წ.-მ გამოძიების ეტაპზე ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდგომ დაზარალებულის სახით დაკითხვისას საგამოძიებო ორგანოს  ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ  თითქოსდა ლ.ლ.-ს მისთვის არ უსვრია და ფეხის არეში დაზიანება თვითონ მიიყენა,  სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით. 

ნ.წ.-ს ბრალდება 2018 წლის 30 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics