|
2019-01-18 16:37:20, 1110 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა
თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში ზამთრის არდადეგების პერიოდში, სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესის დაწყების დროს აღსაზრდელებს ბაღებში კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა N24, N27, N2, N12, N31, N46, N53, N67, N77, N107, N116, N123, N150, N176, N182, N216 ბაგა-ბაღებში, სადაც საჭიროებისამებრ, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის დაზიანებული ქსელები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავებს, გარემონტდა ღონისძიებებისა და სპორტული დარბაზები, სააღმზრდელო ჯგუფები და საპირფარეშოები. „სააგენტო პერიოდულად, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბაგა-ბაღებში სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს. საბავშვო ბაღი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ეს არის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც ყოველდღიურად, 200-დან 900-მდე ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. შესაბამისად, ის მუდმივად საჭიროებს განახლებას, ინვენტარის შეცვლა-დამატებას და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. ჩვენ აქტიურ მონიტორინგს ვახორციელებთ და შემდგომი რეაგირებისთვის საჭიროებებს ვავლენთ“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. სარემონტო სამუშაოების გარდა, გასულ თვეში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოებისთვის ელექტროღუმელები, ელექტროქურები და სხვადასხვა აქსესუარები შეიძინა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)