|
2019-01-18 15:55:36, 1225 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა უნდოდა
თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა. კალაძის თქმით, მსგავს ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს, თუმცა მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. "მამუკა კობახიძე, სანამ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნებოდი, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში სხვადასხვა კომპანიაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე პოლიტიკური ნიშნით არ ვნიშნავდი და ვათავისუფლებდი ადამიანებს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, იყო კვალიფიციური", - აღნიშნა კალაძემ. კითხვაზე - სურდა თუ არა მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის” წილის შეძენა კალაძე ასე პასუხობს: "ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როდესაც სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა „ყაზტრანსგაზში“ და გააუბედურა კომპანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)