18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 22:30:28, 1842 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე - ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგი დაიდოს უსწრაფესად

ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად, -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომელიც დიღომში, აფეთქების ადგილზე იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მიმდინარეობს გამოძიება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით სამი ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულების ზუსტ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, - განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქებას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. მოსახლეობა ევაკუირებულია.

ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics